შექმნილი რესურსები

https://drive.google.com/drive/folders/1uQagSooQGMbiTfdgsiHvpb0p0CZwXCvmhttps://drive.google.com/drive/my-drive

https://drive.google.com/…/11_b33K4R3LKXCWHi0b9YLK1Mh3wC9MEF



https://drive.google.com/drive/folders/1uQagSooQGMbiTfdgsiHvpb0p0CZwXCvm



                              სინათლის სხივი და სამყაროს ფერები
წაიკითხე ტექსტი და უპასუხე შეკითხვებს:
დღისით, დარში ცა ლურჯად ჩანს, მაგრამ რატომ არის ცა მაინცდამაინც ცისფერი ან ლურჯი და არა , მაგალითად , იისფერი ან ნარინჯისფერი?

Oval: ა                                         
ამის გასარკვევად უნდა გავიხსენოთ რა არის ფერი და როგორ აღიქვამს ადამიანი ფერებს. უკვე ვთქვით, რომ ფერი სინათლის ერთ-ერთი მახასიათებელია. მზის სინათლე, რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ სინამდვილეში თეთრია. უცნაურია, მაგრამ იგი, ამავე დროს სხვა ფერებსაც შეიცავს. მათ შორის გამოყოფენ შვიდ ძირითად ფერს. ესენია: წითელი, ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი, ცისფერი, ლურჯი და იისფერი. ამ ფერების ხილვა ცისარტყელაზე შეგიძლია. მოდი, ვნახოთ როგორ ნაწილდება ეს შვიდი ფერი დედამიწაზე მოხვედრისას.
როგორც სურათზეა ნაჩვენები ,სინათლის წყაროდან წამოსული სხივები ეცემა ამა თუ იმ საგანს. მათი ნაწილი შთაინთქმება, ნაწილი კი აირეკლება. ადამიანის თვალი აღიქვამს მხოლოდ იმ ფერს, რომელსაც საგანი აირეკლავს.
დააკვირდით ამ პროცესს:
Oval: ბ 


                             

1.      მზიდან წამოსული სხივები ვაშლს ეცემა. მართალია ჩვენ ვერ ვხედავთ,მაგრამ ეს სხივები ზემოდან ჩამოთვლილი ყველა ფერს შეიცავს
2.      წითელი ვაშლის ზედაპირი სთანთქვს ყველა ფერის სხივს,გარდა წითლისა.წითელს კი აირეკლავს.სწორედ ეს წითელი სხივები დაეცემა ადამიანის თვალის ზედაპირს.
3.      თვალი მიიღებს ზედაპირიდან არეკლილ წითელ სხივებს და ამ ინფორმაციას უგზავნის თავის ტვინს.ტვინი ამ ფერს წითლად აღიქვამს.
მაშასადამე,ადამიანის თვალი წითელ ვაშლს იმიტომ აღიქვამს წითლად,რომ ეს ვაშლი სინათლის მხოლოდ წითელ ნაწილს აირეკლავს.შესაბამისად,ყვითელი ვაშლი მხოლოდ სინათლის ყვითელ ნააწილს აირეკლავს.მწვანე ბალახი კი  მხოლოდ მწვანეს და ა.შ.
1)ჩამოთვალე რომელი ფერებია ნახსენები ტექსტში?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2)რა ფერისაა სინამდვილეში მზის სხივის ფერი?-----------------------------------------------------
3)დააკვიდი პირველ სურათს და გაიხსენე რომელიმე ნაწარმოები, რომელშიც ცისარტყელაზეა საუბარი:--------------------------------------------------------------------------------------------------
4)რა ფერს აირეკლავს ვაშლზე დაცემული მზის სხივი? --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5) როგორ ფუნქციას ასრულებს ადამიანის ტვინი ?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6)თუ ადამინის თვალი ვაშლზე დაცემულ ხსივს წითლად აღიქვამს,რა ფერად აღიქვამს ზღვაზე დაცემულ სხივს?---------------------------------------------------------------------
7)ამოიწერე ტექსტიდან ხუთი ზმნა:------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8)ამოიწერე ტექსტიდან არსებითი სახელები:-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------9)ამოიწერე ტექსტიდან ზედსართავი სახელები:------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
10) ჩამოთვალე მზის სიტემაში შემავალი ფერები---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
11) გაისხენე მუსიკალური სამყარო ,რომელი ნოტები არის დაკავშირებული მზის სისტემასთან?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------






https://drive.google.com/drive/my-drive



https://drive.google.com/drive/folders/1ddTpelA_GZan5kFWp3QVIT6omF6L3mA_



https://drive.google.com/drive/folders/1-xcGx_-Tecr3x_yo6OU7_J2py9j6fUp2
 სახალისო დავალების ტესტები


                                                                  რეფლექსია
რესურსის შექმნის მიზანია;
ქართ.დაწყ.(I).11. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების ლექსიკურ და სემანტიკურ მხარეზე, ენობრივ ფორმებზე დაკვირვება.
მოსწავლე
·         ადარებს და კითხვის დასმის საშუალებით აჯგუფებს სიტყვებს (სახელებსა და მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს); 
·         განარჩევს და ასახელებს პერსონაჟის / ობიექტის დამახასიათებელ სიტყვებს შინაარსობრივი თვალსაზრისით (საგნის, პიროვნების აღმნიშვნელ სიტყვებს, მოქმედება-მდგომარეობის აღმნიშვნელ ლექსიკას...); 
·         აკავშირებს ერთმანეთთან საგნისა და მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს;
·         ადარებს და კითხვის დასმის საშუალებით აჯგუფებს სიტყვებს (სახელებსა და მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს).
ქართ.დაწყ.(I).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების მიზნის შესაბამისად  გამოყენება.
მოსწავლე
·         უბრუნდება წაკითხულს კონკრეტული ინფორმაციის მოსაძიებლად, ტექსტის უკეთ გასააზრებლად;
·         სვამს კითხვებს ტექსტში მოცემული ინფორმაციის დასაზუსტებლად; 
·         იყენებს სათაურსა და ილუსტრაციას ტექსტის შესაძლო შინაარსის ამოსაცნობად; 
·         იყენებს მარტივ გრაფიკულ სქემებს, გრაფიკულ მაორგანიზებლებს ინფორმაციის დასაჯგუფებლად; 
·         უცნობი სიტყვების მნიშვნლობის ამოსაცნობად აკვირდება კონტექსტს.
ქართ.დაწყ.(I).13. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე სხვადასხვა მიზნით.
მოსწავლე
·         ადგენს პრაგმატულ ტექსტებს და სათანადოდ აფორმებს მათ მოდელის შინაარსობრივი და კომპოზიციური და სტრუქტურული მახასიათებლების გათვალისწინებით;;
·         ადგენს პირადი გამოცდილების ამსახველ ტექსტს მითითებების/ საყრდენების გათვალისწინებით);
ქართ.დაწყ.(I).14. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკის, ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტუქტურული ელემენტების ადეკვატურად გამოყენება; კალიგრაფიისა და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა.
მოსწავლე
·         სათანადოდ ათანხმებს რიცხვში სახელებსა და მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს;
·         კონტექსტის მიხედვით მართებულად იყენებს ზმნის დროებს (წარსულს, აწმყოს, მომავალს);
·         იყენებს მაერთებელ კავშირებს სიტყვათა და სიტყვათა ჯგუფების დასაკავშირებლად წინადადებაში;
·         მართებულად იყენებს თხრობით, ბრძანებით და კითხვით წინადადებებს (სწორად იყენებს ზმნურ ფორმებს) და წინადადებების ბოლოს სვამს სათანადო სასვენ ნიშნებს (წერტილს, კითხვის ნიშანს, ძახილის ნიშანს);
·         იყენებს ნაცნობ ლექსიკას;
·         მართებულად იყენებს მრავლობითი რიცხვის ფორმებს პრაგმატული ტექსტების შედგენისას.

ჩემ მიერ შექმნილი თუ შეგროვილი საკითხავი ტექსტები და ტესტები ხელმისაწვდომი მინდა  გავხადო ყველასთვის,ვინც დაინტერესებულია უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებში წიგნიერების დონის ამაღლებით.მსურს,ჩემი გამოცდილება გავუზიარო პედაგოგებს.მოვახდინო ჩემ მიერ დაგროვილი მასალის ორგანიზება-დახარისხება. მოწესრიგებული სახით შევთავაზო,სასწავლო მასალა. თითქმის ყველა საგაკვეთილო თემისთვის მაქვს შექმნილი სხვადასხვა რესურსი. აქ წარმოდგენილია მრავალფეროვანი ნიმუშები ილუსტრაციებით.მიმაჩნია,რომ  რესურსი შინაარსობრივად გამართულია კარაგად ორგანიზებული და თანმიმდევრული.ბმაშია საგაკვეთილო პროცესთან ,ემსახურება სასწავლო მიზნებს და გადის შედეგზე.რესურსი მრავალჯერადია და ხელს უწყობს სხვადასხვა უნარების განვითარებას.გათვლილია ნებისმიერი შესაძლებლობების მქონე მოსწავლეზე,რადგან არის მრავალფეროვანი.მათი შერჩევა მოხდა მოსწავლეთა ინტერესების,საჭიროების ,მისაღწევი მიზნების გათვალისწინებით.
ეს რესურსი ეხმარება მოსწავლეს მასალის უკეთ გაგებასა და გააზრებაში.რესურსზე მუშაობა :
v  პასუხობს სხვადასხვა სწავლის სტილისა და ინტელექტის მოსწავლეების ინდივიდუალურ შესაძლებლობებს.
v  სასწავლო პროცესი ხდება სახალისო და საინტერესო.
v  იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა.
v  მაღლდება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები.
v  უვითარდებათ შემოქმედებითი აზროვნება.
v  მუშაობენ დამოუკიდებლად.
აქედან გამომდინარე,კარგად დაგეგმილი სასწავლო პროცესი გულისხმობს სხვა კომპონენტებთან ერთად სასწავლო რესურსების მოძიებას,მობილიზებას და შექმნას.
პირველი რაც ძალიან მოსწონთ მოსწავლეებს ესაა  ფერადი და ილუსტირიებული.ყველა დავალება მოიცავს რამოდენიმე კომპონენტს,როგორც საკითხავს,ასევე ენობრივ სავარჯიშოს და სააზროვნოს.აქვეა თავისუფალი,ილუსტრაციის შესაბამისი  ამბის მოფიქრება.ეს მოსწავლეს ეხმარება ფანტაზიის და შემოქმედებითი უნარების გააქტიურებაში.სავარჯიშო რომ მოსაწყენი არ იყოს მოსწავლისთვის ბოლო დავალებები უფრო სახალისოა და ითხოვს გონების გავარჯიშებას,როგორიცაა იპოვე განსხვავება,დააკავშირე.ყოველი თავის ბოლოს მოსწავლე  წერს რა მოეწონა და ტოვებს ხელმოწერას ,რაც ძალიან მოსწონთ.მინდა ავღნიშნო,რომ გულწრფელად წერდნენ რომელი სავარჯიშო მოსწონდათ და  კლასშიც ვასრულებდით მსგავს დავალებას,საგაკვეთილო პროცესზე მორგებულს.ეს ტესტების რვეულები ძალიან მეხმარება მოსწავლეების უნარების,შესაძლებლობების ,მათი ცოდნის დონის დიაგნოსტირებაში.  ეროვნული სასწავლო გეგმა ჩვენი სამოქმედო დოკუმენტია, ამიტომ ყველა მოსწავლე მეტ-ნაკლებად   შედეგზე უნდა გავიყვანოთ.მგვავსი რესურსი საშუალებას იძლევა ადვილად შეძლო დიაგნოსტირება, დაგეგმო, გააგრძელო თუ შეცვალო შენი სწავლების სტილი. ტესტების რვეულები მნიშვნელოვანი  იმ თვალსაზრისითაც, რომ უფრო  მარტივად ადგენ თითოეული მოსწავლის საჭიროებას და ინდივიდუალური მიდგომისთვის ვსახავ გზებს. გარდა ამისა, ტესტები, ფაქტობრივად, მზა რესურსია შემაჯამებელი სამუშაოების შესასრულებლად. ამასთან,რვეულებში მოცემული დავალება მრავალფეროვანია და სახალისო.ასევე კარგი დამხმარე მასალაა მასწავლებლისთვის.
ტესტური,სახალისო  მეთოდით შექმნილი რესურსი კონტექსტუალიზებულია, იძლევა ინტეგრირების საშუალებას  ფანტაზიასა და წარმოსახვასთან ერთად ეხმარება მოსწავლეებს განივითარონ და დახვეწონ სწავლის უნარები და სტრატეგიები.საშუალებას აძლევს მათ ჩაუღრმავდნენ საკითხს, ახდენს ინტერაქციის სტიმულირებას,  ეფუძნება სანდო წყაროებს (გრამატიკის დადგენილ წესებს), მისდევს დღეებზე გაწერილ გარკვეულ სქემას და არის თანმიმდევრული, ერთვის ნათელი, ადვილად გასაგები ინსტრუქცია.

ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსი შესაძლებელია გამოიყენონ დაწყებითი სწავლების საფეხურზე, სხვა საგნის მასწავლებლებმა, მოახდინონ მოდიფიცირება საგაკვეთილო პროცესის დროს.

2 коммент.:

nino kimeridze комментирует...
Этот комментарий был удален автором.
nino комментирует...

ნინო წარმატებები ჩემო კარგო ძალიან კარგი ბლოგი გაქვს .. ყოჩაღ !!!შენ ნამდვილი მეგობარი ხარ...

Отправить комментарий

 
Design by Wordpress Theme | Bloggerized by Free Blogger Templates